VEET სადეპილაციო თბილი ცვილი ეთერზეთებით 250 მლ (ვითი)

00-00004754

43.00 

გაყიდვაშია

აღწერა

ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული ფორმულით Veet Warm Wax აშორებს თმას პირველივე ჯერზე და ატენიანებს კანს. კანი რჩება გლუვი 4 კვირამდე. უბრალოდ გაათბეთ ცვილი 40 წამის განმავლობაში მიკროტალღურ ღუმელში ან 10 წუთის განმავლობაში მდუღარე წყალში. აქვს ტემპერატურის ინდიკატორი. შემოწმებულია დერმატოლოგების მიერ. ცვილსაქვს ვანილის სასიამოვნო სურნელი. 


შემადგენლობა: აკვა, ლიმონის მჟავა, სუნამო, სოლანუმის ტუბეროზუმის სახამებელი, საქაროზა, მიროკარპუსის ზეთი, კედარის ზეთი.


მოხმარების წესი: გასაცხელებლად გამოიყენეთ მიკროტალღური ღუმელი ან ცხელი წყლის აბაზანა. გაათბეთ ცვილი ინსტრუქციის მიხედვით. გაცხელებული ცვილი აურიეთ სპატულით, ჩაუშვით ქილაში ლურჯი კვადრატით ქვემოთ. აურიეთ ცვილი ქილის ცენტრიდან მის კიდეებამდე ერთი წუთის განმავლობაში. სპატულის გამოყენებით წაისვით ცვილი კანზე თხელ, თანაბარ ფენად თმის ზრდის მიმართულებით. დაუყონებლივ დაიტანეთ სთრიფსები კანზე, გაასწორეთ თმის ზრდის მიმართულებით. დაიჭირეთ კანი ერთი ხელით, მეორე ხელით სწრაფი მოძრაობით მოიშორეთ ლენტი. კანზე დარჩენილი ცვილი მოიშორეთ თბილი წყლით.


გაფრთხილება: არ გამოიყენოთ ვარიკოზულ ვენებზე, ნაწიბურებზე გაღიზიანებულ  ან დამწვარ კანზე. დეპილაციის პროცედურებს შორის უნდა იყოს მინიმუმ 72 საათი. თუ თქვენ იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ კანის მდგომარეობაზე ან გაქვთ კანის დაავადებები, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ცვილის დეპილაციის წინ.


მოცულობა: 250 მლ.

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით