ანგარიშსწორება

მომხმარებლის მიერ შეკვეთის განხორციელება და ანგარიშსწორება

1. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელს შეუძლია გაიაროს ავტორიზაცია, ვებ-გვერდზე, აირჩიოს მისთვის სასურველი პროდუქცია/პროდუქტები და დაამატოს კალათაში.  
2. პროდუქციის შესაძენად, პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ, მომხმარებელი გადადის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც ის იხილავს საბოლოო ანგარიშსწორების თანხას (მიწოდების და სხვა დამატებითი ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩათვლით).
3. მომხმარებელი ch.ge საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების პირობების მიხედვით. 
4.  იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიუხედავად, კომპანიას კონკრეტული პროდუქტი არ აქვს მარაგში, კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნული მომხმარებელს  და მომხმარებლის სურვილის შესაბამისად, განახორციელოს კონკრეტული შეკვეთის ცვლილება ან გაუქმება.
5. კომპანია იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ, სრულად ან ნაწილობრივ  გააუქმოს შეკვეთა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება მომხმარებელს.
6. сh.ge -ზე მომხმარებელი ანგარიშსწორებას ახდენს კომპანიის ლოიალურობის ბარათით, VISA ან MASTERCARD ან American Express ბარათით. ბარათის იდენტიფიკაცია ან ტრანზაქციის განხორციელება სრულად ეკუთვნის ანგარიშსწორების ბანკის პრეროგატივას. ტრანზაქცია ხორციელდება დაცული ვებ-გვერდის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს შესაბამისი  ანგარიშსწორების ბანკის საკუთრებას.
7. საბანკო ბარათის დეტალების შევსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ შეკვეთის ღირებულების ანაზღაურების დროს გამოყენებული საბანკო ბარათი პირადად მას ეკუთვნის და ადგილი არ აქვს მის არამართლზომიერ გამოყენებას.
8.მომხმარებლის ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მომხმარებლის მიერ კონკრეტული პროდუქციის ღირებულება, სხვა დამატებითი ხარჯის ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდილ იქნება ch.ge-ს შესაბამის საბანკო ანგარიშზე, რომლის წარმატებით გადახდის თაობაზეც მომხმარებელს მიეწოდება შეტყობინება. აღნიშნული ვალდებულების შესრულების შემდგომ განხორციელდება შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება მიწოდების პირობების შესაბამისად. 
9. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის კონკრეტული შეკვეთიდან გამომდინარე, კომპანიას წარმოეშოება თანხის დაბრუნების ვალდებულება მომხმარებლისთვის, კომპანია მომხმარებელს შესაბამის თანხას დაუბრუნებს იმავე საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, თანხის დაბრუნების დადასტურებიდან  5 სამუშაო დღის ვადაში.