07/26/2022
კოღოს ნაკბენი არა მხოლოდ შემაწუხებელი, არამედ საშიშია. მწერები ბევრი ინფექციისა და დაავადების მატარებლები არიან. შეერთებული შტატების სააგენტოს, EPA-ს ოფიციალურ საიტზე მოცემულია რეკომენდაციები, როგორ დავიცვათ თავი კოღოებისა და სხვა მკბენარებისგან.
პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ კოღოების ჰაბიტატს:
- პერიოდულად გამოცვალეთ წყალი ავზებში, გაცალეთ ადგილები, სადაც ხშირად გროდება წვიმის წყალი.
- ამოავსებთ ნასვრეტები და ფუღუროები კედლებში, ფანჯრებსა და კარებებში.
- სადაც შესაძლებელია, გააკეთეთ მწერების საწინააღმდეგო ბადე.
- ჩართეთ კონდიციონერი, თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა
- დაიფარეთ სხეული, ჩაიცვით გრძელმკლავიანი და გრძელტოტებიანი ტანსაცმელი.
დღეისათვის არსებობს კოღოს საწინააღმდეგო სხვადასხვა საშუალება. ზოგიერთი გამოიყენება კოღოს ნაკბენის შემდეგ, ზოგი კი - ნაკბენისგან დასაცავად. როგორც ამბობენ, უმჯობესია, გამოვიყენოთ საშუალებები კოღოს ნაკბენის პრევენციისთვის, რათა დავიცვათ თავი სხვადასხვა ინფექციისგან. ჯანდაცვის ორგანიზაციების გაიდლაინით არსებობს ინგრედიენტები, რომელიც ყველაზე ეფექტურია მწერებისა და ტკიპების წინააღმდეგ:
- DEET - დიეთილტოლუამიდი - ქიმიური ნაერთი - ყველაზე ძველი და გამოცდილი საშუალება. თუმცა ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, გამოვლინდეს ალერგია. მითითებული პროცენტები უჩვენებს, რამდენ ხანს არის საშუალება ეფექტური, მაგალითად, 10% იცავს 2 საათის განმავლობაში, 30% კი 5 საათის მანძილზე.
- Picaridin (ცნობილი, როგორც KBR 3023, იგივე „პიკარიდინი“) – ითვლება DEET-ის ყველაზე ეფექტურ ალტენრატივად, განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც ალერგია გამოუვლინდა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მეტად უსაფრთხოა, ვიდრე DEET-ის შემცველი საშუალებები.
- IR3535 - ქიმიური ნაერთი - შესაძლოა, ჰქონდეს დაცვის მოკლე ხანგრძლივობა, ვიდრე DEET-ს.
- Oil of lemon eucalyptus (OLE) - იგივე Eucalyptus citriodora არის ბუნებრივი, მცენარეული საშუალება და რეკომენდებულია ზრდასრულთათვის.
- Para-menthane-diol (PMD) - ქიმიური ნაერთი, რომელიც მცირე რაოდენობით გვხვდება Eucalyptus citriodora-ში.
- 2-undecanone - ასევე, ქიმიური ნაერთი, თუმცა მისი მიღება შესაძლებელია ბუნებრივი წყაროებიდან.
ბრენდები კოღოების საწინააღმდეგო საშაულებების დასამზადებლად, ძირითადად, სწორედ ამ ინგრედიენტებს იყენებენ.
ყველაზე ეფექტურ და პოპულარული კოღოს საწინააღმდეგო ბრენდად Off! ითვლება.
SC Johnson-ის ბრენდი Off! აწარმოებს კოღოების შემდგომ და კოღოებისგან დამცავ საშუალებებს. მთავარი ინგრედიენტია „პიკარიდინი“ ან DEET. სპრეის გამოყენება შესაძლებელია ტანსაცმელზეც და კანზეც.
