აღწერა
ავეჯის საწმენდი აეროზოლი PRONTO არგანის ზეთით განკუთვნილია ხის და პოლიმერული ზედაპირისთვის. ამ მასალას, ლაქები რომ არ დააჩნდეს, სპეციფიური მოვლა სჭრიდება. პროდუქტში შემავალი ფუტკრის ცვილი და არგანის ზეთი კარგად წმენდს ზედაპირს, ფარავს დაზიანებას და ანიჭებს მას ბზინვარებას. აეროზოლი ანეიტრალებს მტვრის ნაწილაკებსა და თვალისთვის უხილავ ალერგენებს. PRONTO-ს პროდუქტები ადვილად, დაზიანების გარეშე, ასუფთავებს ნებისმიერ რთულ ზედაპირს და უბრუნებს მას ბუნებრივ სილამაზეს.
შემადგენლობა: წყალი, თხევადი სილიკონი, პროპელენტი - აზოტი, ალიფატური ნახშირწყალბადი, სუნამო, კონსერვანტები, ორგანული გამხსნელი; ინგრედიენტები, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. არ შეიცავს ფოსფატებს.
გამოყენების წესი: დაიჭირეთ ქილა ვერტიკალურად, შეანჯღრიეთ და შეასხურეთ ზედაპირს 15 სანტიმეტრის დაშორებით. შემდეგ კი გაწმინდეთ რბილი, სუფთა ქსოვილით.
გაფრთხილება: არ ცადოთ თავსახურის მოხსნა. მოარიდეთ ცეცხლს. მოარიდეთ დახურულ სივრცეში ნებისმიერ აალებად ნივთიერებას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. თვალში მოხვედრის შემთხვევაში აუცილებლად დაიბანეთ გულდასმით!
მოცულობა: 250 მლ