აღწერა
SHAIK-ის სუნამოები გაჯერებულია არომატული ეთერზეთებით, ანუ ნოტებით. ის გამოირჩევა ხანგრძლივობით, დაახლოებით, 48 საათამდე. კაცის სუნამო "ჰუგო ბოსი ბალდასარანი ამბრე" აერთიანებს სხვადასხვა მცენარეს, რაც ანიჭებს მას ელეგანტურობასა და მიმზიდველობას. ზედა ნოტები - ციტრუსი, ვისკი, წითელი ვაშლი; გულის ნოტები - ია, ტყავი; ბაზა - მუხა, ქარვა, ველური ვარდი (ლაბდანი). ციტრუსის, ვაშლის, ვისკისა და ტყავის ერთიანობა სურნელს მძაფრსა და დელიკატურს ხდის. ველური ვარდის ეთერზეთი შედარებით ამსუბუქებს მას, სწორედ ამიტომ ის განკუთვნილია მამაკაცებისთვის. იდიალურია, როგორც წვეულებისთვის, ისე ყოველდღიური გამოყენებისთვის. მოცულობა - 50 მლ.
შემადგენლობა: არომატი, ეთერზეთები, გამოხდილი წყალი, ეთილის სპირტი.
გამოყენების წესი: დაიპკურეთ ყელზე, ყურების ქვეშ, მაჯებზე.
გაფრთხილება: მოარიდეთ თვალს.
სერია: N 85