აღწერა
FRESH JUICE შხაპის გელი გაჯერებულია ბრინჯის რძითა და ვიტამინების კომპლექსით. შეიცავს ავოკადოს ექსტრაქტს. არის დელიკატური მოვლის ეფექტური საშუალება. კანს ხდის გლუვსა და ელასტიურს. მასში შემავალი ინგრედიენტები წმენდს ნაზად, აშორებს მტვერსა და სხვადასხვა დაბინძურებას, ტოვებს სასიამოვნო სურნელს, ატენიანებს კანს და სხეულს უნარჩუნებს სისუფთავის განცდას მთელი დღის განმავლობაში.
შემადგენლობა: წყალი, ნატრიუმის სულფატი, კოკამიდოპროპილ ბეტაინი, ნატრიუმის ქლორიდი, სგლუკოზიდი, გლიცერილის კოკოატი, ავოკადოს ექსტრაქტი, ბრინჯის რძე, ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, ალკოჰოლი, პანთენოლი, ნიაცინამიდი, აცეტატი, მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, მიწის თხილის ზეთი, ტოკოფეროლი, პარფიუმი: მეთილქლოროიზოთიაზოლინონი, მეთილისოთიაზოლინონი, ლიმონენი, ჰექსილ ცინამალი, ცილიტრონინალი.
გამოყენების წესი: მცირე რაოდენობით წაისვით სველ კანზე, ან დააწვეთეთ დასაბან ღრუბელს და გაიწმინდეთ კანი. ბოლოს კარგად ჩამოიბანეთ წყლით.
გაფრთხილება: მოარიდეთ თვალთან კონტაქტს. არ გადაყლაპოთ!
მოცულობა: 500 მლ