თქვენი ინფორმაცია იქნება მუდმივად დაცული
VILEDA-ს ღრუბელი განკუთვნილია რთულად მოსავლელი ზედაპირის მქონე აკრილის, ტეფლონის, მინის, ფაიფურის, ბროლის, სპილენძისა და ქრომის ჭურჭლის საწმენდად. ნანოტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული აბრაზიული ფენა ადვილად უმკლავდება ცხიმსა და მიმხმარ საკვების ნარჩენებს. რაც მთავარია, წმენდს ნაკაწრების გარეშე და არ აზიანებს ზედაპირს. არის ორმხრივი, ეკონომიური და კომპაქტური.
შემადგენლობა: პოლიურეტანი, პოლიპროპილენი, ვისკოზა, აბრაზიული მასალა.
გაფრთხილება: დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან.
გამოყენების წესი: ნოტიო ღრუბელზე დააწვეთეთ სარეცხი საშუალება და გაწმინდეთ.
რაოდენობა: 1 ც
თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით