აღწერა
პროდუქტი დამზადებულია წამყვანი გერმანული კომპანიის მიერ, რომელიც სპეციალიზირებულია ეკოლოგიურად სუფთა საყოფაცხოვრებო დასუფთავებისა და მოვლის საშუალებების შემუშავებასა და წარმოებაში. FROSCH იდეალურად რეცხავს ბავშვის ჭურჭელს, ბოთლებს, საწოვარას და სათამაშოებს. პროვიტამინ B5-ის შემადგენლობა ეფექტურად აშორებს რძის, წვენის, საკვების გამხმარ ნარჩენებს და ზრუნავს თქვენი ხელების კანზე. ფორმულა შემოწმებულია დერმატოლოგების მიერ, არის ჰიპოალერგიული და არ შეიცავს სუნამოებს და საღებავებს.
შემადგენლობა: ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ამფოლიტური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, კონსერვანტი, ფერმენტები (ამილაზა), რძემჟავა. სხვა კომპონენტები: პანთენოლი (პროვიტამინი B5).
მოხმარების წესი: რეკომენდირებული დოზა 5 ლ წყალზე: მსუბუქად დაბინძურებულისთვის: 3 მლ (¾ ჩაის კოვზი), ძლიერ დაბინძურებულისთვის: 5 მლ (1¼ ჩაის კოვზი).
გაფრთხილება: მოარიდეთ ბავშვებს. თვალებში მოხვედრის შემთხვევაში სასწრაფოდ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით.
მოცულობა: 500 მლ