LADY'S დეპილაციის კრემი 2-პროცედურა, საცხი 10 მლ (ლედის)

00-21154057

2.20 

გაყიდვაშია

აღწერა

დეპილაციის კრემი სახის თმისთვის აშორებს არასასურველ თმას სწრაფად, უსაფრთხოდ და ამავე დროს რაც შეიძლება ნაზად, ტკივილისა და გაღიზიანების გარეშე. შეიცავს ატმის, ზეითუნის და კაკაოს ბუნებრივ ზეთებს, რომლებიც ხელს უწყობენ კანის დამატებით დაცვას და დარბილებას, ქმნიან მაქსიმალურ კომფორტს თმის მოცილების დროს. ბუნებრივი ატმის ზეთი არის ღირებული ინგრედიენტი, რომელიც სახის კანს ხდის რბილს, ხავერდოვანს და იცავს დაბერებისგან. ზეითუნის ზეთთან და კაკაოსთან ერთად კრემის მთელი შემადგენლობა ხელს უწყობს კანის დამატებით დაცვას და დარბილებას. Beauty Wet დამატენიანებელი კომპლექსი ამშვიდებს კანს დეპილაციის შემდეგ და ავსებს ტენიანობის ნაკლებობას. კაკლის ბუნებრივი ექსტრაქტი ხელს უწყობს თმის ზრდის შენელებას.


მოხმარების წესი: გახსენით პაკეტის ერთი მხარე და სპატულის დახმარებით თანაბარ ფენად წაისვით კრემი კანზე, სადაც გსურთ თმის მოცილება, უწყვეტი თანაბარი ფენით ისე. გაიჩერეთ 5-7 წუთი, შემდეგ სცადეთ თმების მოცილება სპატულით. თუ არ ხართ კმაყოფილი მოხსნის ხარისხით, გაზარდეთ კრემის გაჩერების დრო მაქსიმუმ 10 წუთამდე. მოიშორეთ კრემი თმებთან ერთად და კარგად ჩამოიბანეთ წყლით. შემდეგ წაისვით დამატენიანებელი. 


გაფრთხილება: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მოარიდეთ თვალებს, კონტაქტის შემთხვევაში ჩამოიბანეთ  ცივი წყლით და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. არ არის რეკომენდირებული კანის დაბანა ცხელი წყლით და რუჯის მიღება კრემის გამოყენების წინ და შემდეგ.  არ წაისვათ დაზიანებულ, გაღიზიანებულ, დამწვარ კანზე. ალკოჰოლის შემცველი  პროდუქტების გამოყენება შეგიძლიათ კრემის გამოყენებიდან 24 სთ ის შემდეგ.

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით