CIF უნივერსალური საწმენდი გელი ყველა ტიპის ზედაპირის ყვავილი 750 მლ (სიფი)

00-21158100

4.95 

გაყიდვაშია

აღწერა

Cif-ის საწმენდი კრემის განსაკუთრებული, მიკროელემენტების შემცველობის მქონე, უნიკალური ფორმულა ადვილად უმკლავდება რთულად ამოსაყვან ლაქებს, არ აზიანებს ზედაპირს და არ ტოვებს ნაკაწრებს. საწმენდი საშუალება გამოიყენება სამზარეულოს და აბაზანის ზედაპირების გასაწმენდად, ასევე იდეალურია მაყალის, შამფურების, ქვაბებისა და გრილის საწმენდად. პროდუქტის მძლავრი ფორმულა, ადვილად უმკლავდება ცხიმს, ჟანგს, მიმწვარ საკვებსა და სხვა, რთულად მოსაშორებელ ლაქებს. აქრობს უსიამოვნო სუნს და ანიჭებს ზედაპირს სასიამოვნო არომატს.


მოხმარების წესი: დაიტანეთ საწმენდი საშუალება ზედაპირზე ან სველ ტილოზე და გაწმინდეთ ზედაპირები. სიფი კრემი შეიცავს ფხვნილს, ამიტომ რთული ლაქების შემთხვევაში გაწმინდეთ მცირედი ძალდატანებით. 


გაფრთხილება: არ გამოიყენოთ საწმენდი საშუალება ლინოლიუმის, ვინილისა და ალუმინის ზედაპირებზე. არაა რეკომენდირებული ტანსაცმლის, ხალიჩების, ტყავის, შპალერის, ემალირებული და ხის ზედაპირების წმენდა. დელიკატური ზედაპირების გაწმენდამდე დაიტანეთ საშუალება შეუმჩნეველ მონაკვეთზე და შემდეგ გამოიყენეთ იგი. მოერიდეთ სითხის თვალში და კანზე მოხვედრას. რეკომენდირებულია გამოიყენოთ რეზინის ხელთათმანი.


მოცულობა: 750 მლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით