PERSIL თხევადი სარეცხი საშუალება თეთრი ქსოვილისთვის 1,04 ლ (პერსილი)

00-21161269

17.05 

გაყიდვაშია

აღწერა

"პერსილის" თხევადი სარეცხი საშუალებები შეუცვლელი გზაა ქსოვილის სისუფთავის შესანარჩუნებლად. PERSIL-ის სარეცხი გელი გამოიყენება თეთრი ტანსაცმლის ავტომატური რეცხვისთვის. გელი ადვილად იხსნება წყალში და არ ტოვებს ზოლებს. ის ეფექტურად აშორებს ღრმად ჩამჯდარ ლაქებს, არბილებს ქსოვილს და არ აზიანებს მის ბოჭკოებს. მისი არომატიზაციის თვისება ანეიტრალებს არასაიამოვნო სუნს და ტოვებს სასიამოვნო სუნრელს, რაც მიჰყვება ტანსაცმელს დიდი ხნის განმავლობაში. გამოიყენება ბამბის, სინთეტიკისა და შერეული ბოჭკოვანი სტრუქტურის გასარეცხად, გარდა შალისა და აბრეშუმისა. PERSIL-ის თხევადი სარეცხი საშუალებები გამოსაყენებლად მოსახერხებელი და ადვილად შესანახია.


შეამდგენლობა: ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, საპონი, ფოსფონატები, ფერმენტები, კონსერვანტი, საღებავი, სუნამო  


მოხმარების წესი: გამოყენებამდე აუცილებლად შეანჯღრიეთ. ავტომატური რეცხვის დროს დაამატეთ გელი სარეცხი მანქანის სპეციალურ უჯრაში. რეცხვის რეჟიმი შეარჩიეთ ტანსაცმლის ეტიკეტზე მითითებული მაჩვენებლის მიხედვით. რთულად ამოსაყვანი ლაქა შეგიძლიათ, დაამუშაოთ წინასწარ და შემდეგ გარეცხოთ.


გაფრთხილება: სარეცხი საშუალებები იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას!


მოცულობა: 1040 მლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით