PERWOLL ფერადი ქსოვილის სარეცხი გელი ავტომატური რეცხვისთვის 1.82 ლ (პერვოლი)

00-21161079

17.95 

გაყიდვაშია

აღწერა

სარეცხი გელი PERWOLL გამოირჩევა ტანსაცმლის მოვლის მრავალფეროვანი ფორმულით. მისი ფერადი ქსოვილის ხაზი იდიალურია სხვადასხვა სტრუქტურისა და ფერის ტანსაცმლისთვის. ის აშორებს არასასიამოვნო სუნს და ყოველი გარეცხვის შემდეგ ტოვებს თავბრუდამხვევ ყვავილისა და ხილის სურნელს. „პერვოლი“ აღადგენს და აძლიერებს დაზიანებულ ქსოვილს. ამავდროულად, არბილებს გაუხეშებულ ბოჭკოებს და ანიჭებს თავდაპირველ ფორმას.  ქსოვილის აღმდგენი მიკროელემენტები აფერხებს ტანსაცმლის დეფორმაციას. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ბოჭკოვან, მათ შორის დელიკატურ, ტანსაცმელზე. „პერვოლის“ ფერადი ქსოვილის სარეცხი დიდი ხნით უნარჩუნებს ქსოვილს ბრწყინვალებას და იცავს გახუნებისგან. გელის გამოყენება შესაძლებელია 20-დან 60 გრადუსიან პროგრამებზე.


შემადგენლობა: ანიონური და არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, საპონი, ფერმენტი,  კოსნერვანტი, ბენზილის სალიცილატი, მეთილპროპიონი, სუნამო: ციტროლენოლი, ლინალოლი, ლიმონენი, კუმარინი.


გამოყენების წესი: გელი ჩაასხით სარეცხი მანქანის სპეციალურ უჯრაში, აირჩიეთ სასურველი პროგრამა და ჩართეთ. პროგრამის არჩევისას მიჰყევით ტანსაცმლის ეტიკეტზე მითითებულ რეკომენდაციას. დელიკატური ქსოვილის გარეცხვის დროს არ გაავსოთ უჯრა სარეცხი გელით.


გაფრთხილება: პროდუქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ თვალსა და პირს. თვალში მოხვედრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, ჩამოიბანეთ გულდასმით.


მოცულობა: 1.82 ლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით