TIDE სარეცხი ფხვნილი თეთრი ქსოვილისთვის ლიმონით 2.5 კგ (ტაიდი)

00-00024919

24.80 

გაყიდვაშია

აღწერა

„ტაიდის“ სარეცხი ფხვნილი ლიმონის არომატით ეფექტურად რეცხავს თეთრ და ნათელი ფერის ქსოვილს. აშორებს ღრმად ჩამჯდარ ლაქებს, ცხიმს. ქსოვილზე ზრუნვის ფორმულა არ აზიანებს ტანსაცმელს და უნარჩუნებს ფერს. გამოიყენება ბამბის, სინთეტიკისა და შერეული ტიპის ბოჭკოზე. „ტაიდის“ სარეცხი საშუალებები ადვილად იხსნება წყალში, არ ტოვებს კვალს, აქრობს ტანსაცმელზე ჩამჯდარ მძაფრ სუნს და ანიჭებს სასიამოვნო არომატს. სასურველი არ არის მატყლისა და აბრეშუმის ქსოვილის გასრეცხად. განკუთვნილია ავტომატური რეცხვისთვის.


შემადგენლობა: ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, საპონი, ფოსფონატები, ფერმენტები, ოპტიკური გამაღიავებელი საშუალებები, სუნამო: ევგენოლი, გერანიოლი.


გამოყენების წესი: ჩაყარეთ ფხვნილი სარეცხი მანქანის სპეციალურ უჯრაში, აირჩიეთ ტანსაცმლის ეტიკეტის შესაბამისი პროგრამა და ჩართეთ. სარეცხი ფხვნილის დოზირება წყლის სიხისტის მიხედვით იხილეთ შეფუთვაზე. რეცხვის რეჟიმი შეარჩიეთ ტანსაცმლის ეტიკეტზე მითითებული მაჩვენებლის მიხედვით.


გაფრთხილება: სარეცხი საშუალებები იწვევს თვალის გაღიზიანებას. თვალში მოხვედრისთანავე ამოიბანეთ წყლით. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


წონა: 2.5 კგ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით