PERSIL DEEP CLEAN სარეცხი ფხვნილი თეთრი ქსოვილისთვის 1.5 კგ (პერსილი)

00-00046128

12.85 

გაყიდვაშია

აღწერა

PERSIL-ის სარეცხი საშუალებები შეუცვლელი გზაა ქსოვილის სისუფთავის შესანარჩუნებლად. გამოიყენება თეთრი და ნათელი ქსოვილის გასარეცხად. მისი დახმარებით შეგიძლიათ, გარეცხოთ ბამბა, სინთეტიკა და სხვა ბოჭკოვანი ტექსტურა. აქტიური კომპონენტებისგან შემდგარი ფხვნილი განკუთვნილია, როგორც ავტომატური, ისე ხელით რეცხვისთვის. ლაქების ეფექტური ამოყვანა, ფერის სიკაშკაშე და ქსოვილზე ზრუნვა - ეს PERSIL DEEP CLEAN ტექნოლოგიის უპირატესობებია. ფხვნილის პატარა კაფსულები ადვილად იხსნება წყალში და იწყებს აქტიურ მოქმედებას. 'პერსილის' სარეცხი სასუალება აქრობს ტანსაცმელში ჩამჯდარ მძაფრს სუნს და ტოვებს სასიამოვნო არომატს. ქსოვილი არ კარგავს ფერს და გამოიყურება ახალივით, მრავალჯერადი რეცხვის შემდეგაც კი.


შემადგენლობა: ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ჟანგბადის შემცველი მათეთრებელი, ფოსფონატები, ოპტიკური მათეთრებელი, პოლიკარბოქსილატი, საპონი, ენზიმები, სურნელის ექსტრაქტები


გამოყენების წესი: ჩაყარეთ ფხვნილი სარეცხი მანქანის სპეციალურ უჯრაში. რეცხვის რეჟიმი შეარჩიეთ ტანსაცმლის ეტიკეტზე მითითებული მაჩვენებლის მიხედვით. ხელით რეცხვის დროს კარგად გაავლეთ ჯერ თბილ, შემდეგ ცივ წყალში. სარეცხი ფხვნილის დოზირება წყლის სიხისტის მიხედვით იხილეთ შეფუთვაზე.


გაფრთხილება: სარეცხი საშუალებები იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. სარეცხი ფხვნილი შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


წონა: 1.5 კგ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით