PERSIL color ფერადი ქსოვილის სარეცხი ფხვნილი ავტომატური რეცხვისთვის 4.5 კგ (პერსილი)

00-00048107

43.50 

გაყიდვაშია

აღწერა

სარეცხი ფხვნილი PERSIL 'Color' განკუთვნილია ფერადი ქსოვილის ავტომატური რეცხვისთვის. მისი ღრმა წმენდის ტექნოლოგია 13 აქტიური ინგრედიენტის უნიკალური კომბინაციაა. ის შეიცავს ლაქების მოსაშორებელ პატარა კაფსულებს, რომელიც წყალში მოხვედრისთანავე იხსნება, შესაბამისად, არ ტოვებს ლაქას ქსოვილზე. PERSIL 'Color' -ის მინიკაფსულები უზრუნველყოფს ლაქების მოშორებას, ხოლო აქტიური ნივთიერებები იცავს მას გაუფერულებისგან. მისი სპეციალური კომპონენტები იცავს ბოჭკოს დაზიანებისგან. "პერსილი" აქრობს ტანსაცმელში ჩამჯდარ მძაფრს სუნს და ტოვებს ვერნელის სასიამოვნო სურნელსა და სიახლის განცდას დიდი ხნის განმავლობაში. მისი გამოყენა შესაძლებელია ბამბის, სინთეტიკური ქსოვილისა და შერეული ბოჭკოებისგან დამზადებული ფერადი ტანსაცმლის რეცხვისთვის ნებისმიერი სიხისტის წყალში.


შემდაგენლობა: ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები; არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, პოლიკარბოქსილატები, ფოსფონატები, საპონი, სურფაქტანტები, სურნელი.


გამოყენების წესი: ჩაყარეთ ფხვნილი სარეცხი მანქანის სპეციალურ უჯრაში. სარეცხი ფხვნილის დოზირება წყლის სიხისტის მიხედვით იხილეთ შეფუთვაზე. რეცხვის რეჟიმი შეარჩიეთ ტანსაცმლის ეტიკეტზე მითითებული მაჩვენებლის მიხედვით.


გაფრთხილება: სარეცხი საშუალება იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


წონა: 4.5 კგ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით