SOMAT ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები 65 ც (სომატი)

- 20%
00-00042826
სისუფთავის დღეები
აქციის დასრულებამდე დარჩა:
71.50 

57.20 

დანაზოგი: 14.30 
პროდუქტი მარაგში არ არის

აღწერა

"სომატის" ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები SOMAT ALL in 1 ადვილად იხსნება წყალში. ის ეფექტურად ასუფთავებს ყველა სახის საკვების ნარჩენებს. აშორებს ცხიმს, აქრობს არასასიამოვნო სუნს და ნებისმიერი ტიპის ჭურჭელს ანიჭებს ბზინვარებას. დამატებით სხვა სარეცხი საშუალების გამოყენება საჭირო აღარ არის. რაც მთავარია, "სომატის" ჭურჭლის სარეცხი მანქანის საშუალებები არ აზიანებს ჭურჭლის მასალას, იქნება ეს ფაიფური, მინა, მელხიორი, ვერცხლი თუ ფოლადი. სუფთა და სასიამოვნო სურნელით გაჯერებული ჭიქები, თეფშები, დანა-ჩანგლები თუ სხვა იბრუნებს პირვანდელ იერსახეს. ტაბლეტი ინახება +5°- +40°C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადაა 2 წელი. ვადის გასვლის შემდეგ გადაყარეთ, როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენი.


შემადგენლობა: ჟანგბადის შემცველი მათეთრებელი, პოლიკარბოქსილატი, ფერმენტი, არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, სუნამო: ბენზილის სპირტი


გამოყენების წესი: გახსენით ტაბლეტი, მოათავსეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის დისპენსერში. ჩააწყვეთ ჭურჭელი და ჩართეთ.


გაფრთხილება: ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს და არ გადააგდოთ პაკეტზე დატანილი ეტიკეტი. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


რაოდენობა: 65 ც

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით

მსგავსი პროდუქტები