SANO MAXIMA JAVEL EFFECT უნივერსალური სარეცხი ფხვნილი 1.25 კგ (სანო)

00-00002019

აღწერა

უნივერსალური სარეცხი ფხვნილი SANO Maxima Javel Effect გამოიყენება, როგორც თეთრ, ისე ფერად ქსოვილზე. სარეცხი საშუალება განკუთვნილია ავტომატური რეცხვისთვის 60°-95°ტემპერატურაზე. ის ეფექტურად აშორებს სხვადასხვა ტიპის ლაქას, მათ შორის: ყავის, ჩაის, ღვინის, ხილის, მწვანილისა და სოუსების. ძლიერ დაბინძურებული თეთრეულისთვის, სასურველია, მანქანა დააყენოთ მაქსიმალურად დასაშვებ ტემპერატურაზე. „სანოს“ რეცხვის ფორმულა არ აზიანებს ქსოვილს, იცავს ფერს გადახუნებისგან და ტოვებს სასიამოვნო სურნელს. ფხვნილი გამოიყენება ბამბისა და სინთეთიკური ტექსტურის გასარეცხად. 1.25 კგ ფხვნილი საკმარისია 35 გარეცხვისთვის.


შემადგენლობა: ანიონური და არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, ცეოლიტი, მათეთრებელი, საპონი, პოლიკარბოქსილატი, ფერმენტი, ოპტიკური გამაღიავებელი, სუნამო: გერანიოლი


გამოყენების წესი: ჩაყარეთ ფხვნილი სარეცხი მანქანის შესაბამის უჯრაში, აირჩიეთ სასურველი პროგრამა და ჩართეთ.


გაფრთხილება: მოარიდეთ საკვებ პროდუქტებს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით ამოიბანეთ წყლით.


წონა: 1.25 კგ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით