პრეტენზიები და რეკლამაცია

იმ შემთხვევაში,  თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან. 

ნაკლის მქონე პროდუქციის ან შეცდომით მიღებული შეკვეთის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, ნაკლის აღმოჩენისთანავე, არაუგვიანეს 48 საათისა,  გადაუღოს  მიღებულ პროდუქციას დაზიანების ან/და შეცდომის ამსახველი ფოტოსურათი და ამ ფაქტის შესახებ, აცნობოს ch.ge-ს  შემდეგ ელ. ფოსტაზე: contact@ch.ge ან დაუკავშირდეს ცხელი ხაზის 032 2 61 11 51 მეშვეობით. ამასთან, მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს ვებ-გვერდზე განთავსებული რეკლამაციის ფორმა: დააჭირეთ აქ

მომხმარებელს უფლება აქვს, ch.ge-ს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

მოთხოვნის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 48 საათისა ch.ge-ის  მიერ მოხდება პრობლემური საკითხის განხილვა, მომხმარებელთან კომუნიკაცია და შესაბამისი რეაგირება.

ნაკლის მქონე პროდუქცია, კომპანიის მიერ შეკეთებული ან შეცვლილი იქნება  გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა. 

მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე/შესაბამის შეკვეთაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) კომპანიამ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) კომპანიის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის;

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

ch.ge პასუხისმგებელია შემოთავაზებული პროდუქტის გარეგნულ იერსახეზე, შეფუთვის მთლიანობასა და ვარგისიანობის ვადაზე.

შეძენილი პროდუქტის გამოყენებით/მოხმარებით მიყენებული ზიანი ექვემდებარება კომპანიის მიერ სრულ ანაზღაურებას, თუ საქართველოს სახელწიფოს სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული ლაბორატორიის საექსპერტო დასკვნით დადასტურდება, რომ ზიანი გამოწვეულია უშუალოდ ch.ge-ს ბრალეულობით. ამასთან, ზიანი არ უნდა გამომდინარეობდეს პროდუქტის თანმხლები ინსტრუქციის დარღვევით, გაუთვალისწინებლობით ან არადანიშნულებისამებრ გამოყენებისგან. 

თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

მომხმარებელს უფლება აქვს,  წინამდებარე პუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით ისარგებლოს იმ შემთხვევაში, თუ  საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.