SORTI ჭურჭლის სარეცხი სითხე-ბალზამი ალოე ვერა 450 მლ (სორტი)

- 20%
00-00048161
სისუფთავის დღეები
აქციის დასრულებამდე დარჩა:
4.30 

3.44 

დანაზოგი: 0.86 
პროდუქტი მარაგში არ არის

აღწერა

ჭურჭლის სარეცხი სითხე-ბალზამი SORTI ალოე ვერას ექსტრაქტით ეფექტურად უმკლავდება ცხიმს, ჭურჭელზე მიმხმარ და დამწვარ საკვებს. მისი ერთი წვეთიც კი საკმარისია სუფთა და ბზინვარე ჭურჭლისთვის. წარმოქმნის უხვ ქაფს. აქრობს მძაფრ სუნს და ტოვებს სასიამოვნო სურნელს. "სორტის" ალოე ვერას დაცვის ფორმულა არ აღიზიანებს კანს და იცავს გამოშრობისგან.  რაც მთავარია, "სორტის" სარეცხი საშუალებები რეცხვის შემდეგ არ აზიანებს ჭურჭლის მასალას, იქნება ეს ფაიფური, მინა, მელხიორი, ვერცხლი თუ ფოლადი. სუფთა და სასიამოვნო სურნელით გაჯერებული ჭიქები, თეფშები, დანა-ჩანგლები თუ სხვა იბრუნებს პირვანდელ იერსახეს.


შემადგენლობა: ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ეთილენდიამინის ტეტრაძმარმჟავას მარილი, არომატიზატორი დანამატი (ციტრალის, ლიმონინის ჩათვლით), ლიმონის ექსტრაქტი, pH რეგულატორი, საღებავები, კონსერვანტი.


გამოყენების წესი: დააწვეთეთ სარეცხი სითხე სველ, სუფთა ღრუბელს, გაწმინდეთ ჭურჭელი და შემდეგ კარგად გაავლეთ წყალში.


გაფრთხილება: სარეცხი საშუალებები იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს და არ გადააგდოთ ბოთლზე დატანილი ეტიკეტი. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


მოცულობა: 450 მლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით

მსგავსი პროდუქტები