SORTI ჭურჭლის სარეცხი სითხე-ბალზამი გვირილა 450 მლ (სორტი)

00-00048163

აღწერა

ჭურჭლის სარეცხი სითხე-ბალზამი SORTI გვირილას ექსტრაქტით ეფექტურად უმკლავდება ცხიმს, ჭურჭელზე მიმხმარ და დამწვარ საკვებს. მისი ერთი წვეთიც კი საკმარისია სუფთა და ბზინვარე ჭურჭლისთვის. წარმოქმნის უხვ ქაფს. აქრობს მძაფრ სუნს და ტოვებს სასიამოვნო სურნელს. "სორტის" გვირილას დაცვის ფორმულა არ აღიზიანებს კანს და იცავს გამოშრობისგან.  რაც მთავარია, "სორტის" სარეცხი საშუალებები რეცხვის შემდეგ არ აზიანებს ჭურჭლის მასალას, იქნება ეს ფაიფური, მინა, მელხიორი, ვერცხლი თუ ფოლადი. სუფთა და სასიამოვნო სურნელით გაჯერებული ჭიქები, თეფშები, დანა-ჩანგლები თუ სხვა იბრუნებს პირვანდელ იერსახეს.


შემადგენლობა: ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ეთილენდიამინის ტეტრაძმარმჟავას მარილი, არომატიზატორი დანამატი, გვირილას ექსტრაქტი, pH რეგულატორი, საღებავები, კონსერვანტი.


გამოყენების წესი: დააწვეთეთ სარეცხი სითხე სველ, სუფთა ღრუბელს, გაწმინდეთ ჭურჭელი და შემდეგ კარგად გაავლეთ წყალში.


გაფრთხილება: სარეცხი საშუალებები იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს და არ გადააგდოთ ბოთლზე დატანილი ეტიკეტი. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


მოცულობა: 450 მლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით