BIMAX iQ SMART თხევადი სარეცხი საშუალება 1.3ლ (ბიმაქსი)

00-21153535

აღწერა

"ბიმაქსის" თხევადი სარეცხი საშუალებები გამორჩეულია ქსოვილზე ზრუნვის ფორმულით. BIMAX iQ SMART-ის მთავარი უპირატესობაა მაქსიმალური ეფექტურობა და თოვლივით თეთრი ქსოვილი ქიმიური გაუფერულების გარეშე. იხსნება დაბალ ტემპერატურაზე, მთლიანად ირეცხება ქსოვილისგან. რეცხავს შოკოლადის, კენკრის, ყავის, წითელი ღვინის, კოსმეტიკური საშუალებების, ჭვარტლის, ჭუჭყის ჯიუტ ლაქებს. ეფექტურია შემცირებული დოზით სწრაფი რეცხვის რეჟიმში. რეკომენდირებულია მსუბუქი და შეღებილი ქსოვილებისგან დამზადებული ბამბის და სინთეტიკური ნივთების ავტომატური და ხელით რეცხვისთვის. "ბიმაქსის" თხევადი სარეცხი საშუალებები იხსნება დაბალ ტემპერატურაზე და ირეცხება ბოლომდე.


შემადგენლობა: ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, არაიონური სურფაქტანტები, საპონი (ცხიმოვანი მჟავების მარილები), ფოსფონატები, ფერმენტები, არომატიზატორი დანამატი (გერანიოლის, ლინალოოლის, ჰექსილცინამალის, ლიმონინის ჩათვლით), ოპტიკური გამაღიავებელი, კონსერვანტი, საღებავი.


მოხმარების წესი: დაახარისხეთ სარეცხი გარეცხვამდე, დაიცავით შეფუთვის უკანა მხარეს მოცემული ტემპერატურის რეკომენდაციები. 


გაფრთხილება: სარეცხი საშუალებები იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 


მოცულობა: 1.3 ლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით