FREKEN BOK დასუფთავების ნაკრები (ფრეკენ ბოკი)

- 20%
00-21158588
31.60 

25.20 

დანაზოგი: 6.40 ₾
პროდუქტი მარაგში არ არის

აღწერა

FREKEN BOK-ის ნაგვის პარკი დამზადებულია მაღალი ხარისხის პოლიეთილენისგან. არის გამძლე, ორშრიანი და განკუთვნილია დიდი, არასტანდარტული ნაგვის ურნისთვის. უძლებს 18 კგ-მდე ტვირთს. აქვს სპეციალური შესაკრავი, რაც აადვილებს ნაგვის ტრანსპორტირებას.

რაოდენობა შეფუთვაში: 10 ცალი


FREKEN BOK-ის ნაგვის პარკი დამზადებულია მაღალი ხარისხის, დეგრადირებადი პოლიეთილენისგან. პარკის მოცულობაა 35 ლიტრი. აქვს სპეციალური კომფორტული ხელის მოსაკიდებელი.

რაოდენობა შეფუთვაში: 30 ცალი


FREKEN BOK-ის იატაკის საწმენდი დამზადებულია ბუნებრივი ბამბისგან. ის შეკერილია გამძლე ძაფისგან, რაც სიმტკიცესა და გამძლეობას ანიჭებს. ტილო ეფექტურად იწოვს წყალს. კარგად ინარჩუნებს ტენს. ადვილად იწურება. არ ტოვებს ზოლებსა და ლაქებს. არ განიცდის დეფორმაციას. შესაფერისია ყველა ტიის იატაკისთვის. შესაძლებელია მისი სარეცხ მანქანაში გარეცხვა. ტილოს ზომაა 50x70 სმ.

რაოდენობა: 1 ც


FREKEN BOK-ის სამზარეულოს ღრუბელი მარწყვის არომატით განკუთვნილია ჭურჭლის, ნიჟარებისა და სამზარეულოს ზედაპირისთვის. მსხვილფორიანი რეზინის ქაფისგან დამზადებული ღრუბელი ეფექტურად ასუფთავებს რთულად დაბინძურებულ ზედაპირს, აშორებს ცხიმს, მიმხმარ თუ მიმწვარ საკვების ნარჩენებს. წარმოქმნის უხვ ქაფსა და სასიამოვნო სურნელს. გამოიყენება, როგორც სარეცხ საშუალებებთან ერთად, ასევე მათ გარეშე. ბაქტერიების გავრცელების თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია მისი გამოცვლა კვირაში ერთხელ!

რაოდენობა შეფუთვაში: 5 ც


უნივერსალურ ხელსახოცებს აქვს რბილი და სასიამოვნო ტექსტურა. ხელსახოცები არ ტოვებს ლაქებს, კარგად შთანთქავს სითხეს და მარტივად ირეცხება. შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ სარეცხ საშუალებებთან ერთად. უნივერსალური ტილოები დამზადებულია ვისკოზისა და პოლიესტერისგან, შესანიშნავია როგორც მშრალი, ასევე სველი წმენდისთვის.

რაოდენობა შეფუთვაში: 3 ც


FREKEN BOK-ის ხელთათმანი განკუთვნილია საყოფაცხოვრებო საქმიანობისთვის, როგორიცაა დალაგება, სველი თუ მშრალი წმენდა. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ცივ და ცხელ წყალში. აქვს მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი. მისი ბამბის შიდა საფარი იცავს ხელს ტენისა და მავნე ქიმიკატებისგან. შედეგად, ხელი რჩება რბილი და მშრალი, როგორც გამოყენებამდე.

ზომა: M

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით