აღწერა
'კროტი' უნივერსალური ქიმიური საშუალებაა, რომელიც დანაგვიანების აღმოსაფხვრელად გამოიყენება. იგი მალე იხსნება ჩამჯდარ ჭუჭყში და აქტიურად შლის მას. იდეალურია ნებისმიერი ტიპის მილისათვის.
შემადგენლობა:
ნატრიუმის ჰიდროქსიდი – ამ აქტიური ნივთიერების შემცველობა „კროტში“ 40-60%-ია. ნატრიუმის ჰიდროქსიდი შლის ქსოვილებს, ტყავს, ქაღალდს და სხვა ორგანულ ნივთიერებებს, კარგად იხსნება წყალში;
გამოხდილი წყალი (თხევადი პრეპარატის შემთხვევაში) – 25%-მდე;
კალიუმის ჰიდროქსიდი – თეთრი ფერის, გაუმჭვირვალე, მყარი, კრისტალური ნივთიერებაა, რომელიც წყალში კარგად იხსნება და ამ დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით სითბო. იყენებენ საპნის წარმოებაში.
ანიონოგენური ზედაპირულ-აქტიური ნივთიერება – გამოიყენებენ საწმენდ საშუალებებში;
ეთილენედიამინტეტრა ძმარმჟავა – გამოიყენება როგორც სამედიცინო, ისე სამრეწველო მიზნებისთვის. უფერო, წყალში ხსნადი კრისტალებია.
გაფრთხილება: მოარიდეთ ბავშვებს. თვალებში მოხვედრის შემთხვევაში სასწრაფოდ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით.