SANO MAXIMA MUSK უნივერსალური სარეცხის დამარბილებელი საშუალება 1 ლ (სანო)

00-00035324

აღწერა

SANO-ს სარეცხის დამარბილებელი საშუალება SANO Maxima Musk გამოიყენება ქსოვილის კონდიცირებისთვის, როგორც თეთრ, ისე ფერად თეთრეულზე. "სანოს" ქსოვილის ზრუნვის ფორმულა აერთიანებს 5 კომპონენტს ერთ პროდუქტში - არომატიზაცია, უსიამოვნო სუნის განეიტრალება, დარბილება, ნაკეცების გასწორება და მზადყოფნა მარტივი დაუთოებისთვის. დამარბილებელი გელი არ აზიანებს ქსოვილს და იცავს ფერს გადახუნებისგან. მისი გამოყენება შეგიძლიათ სხვადასხვა ბოჭკოვან ტექსტურაზე, იქნება ეს ბამბა, სინთეტიკა თუ ბამბანარევი ბოჭკო. "სანოს" თხევადი სარეცხი საშუალებები ადვილად იხსნება წყალში და მარტივია გამოსაყენებლად.


შემადგენლობა: ანიონური და არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, ცეოლიტი, მათეთრებელი, პოლიჰექსანიდი, ბენზიზოთიაზოლინი, სუნამო


გამოყენების წესი: ავტომატური რეცხვის დროს ჩაასხით 1 ან 2 თავსახური გელი სარეცხი მანქანის სპეციალურ უჯრაში, აირჩიეთ გავლების რეჟიმი და ჩართეთ. ხელით რეცხვის დროს არ დაასხათ სითხე პირდაპირ ქსოვილს, 1 თავსახური გელი გააზავეთ 5 ლიტრ წყალში და გამოიყენეთ.  


გაფრთხილება: სარეცხის დამარბილებელი იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ საკვებ პროდუქტებს.


მოცულობა: 1 ლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით