SANO MAXIMA სარეცხი ფხვნილი შავი ქსოვილისთვის 1.25 კგ (სანო)

00-00002243

აღწერა

"სანოს" სარეცხი საშუალებები ეფექტურად ასუფთავებს ქსოვილს. SANO Maxima შექმნილია ბამბისა და სინთეტიკური ქსოვილისგან დამზადებული შავი და მუქი ტანსაცმლისთვის. სარეცხი ფხვნილი აშორებს სხვადასხვა ტიპის ლაქას და ტოვებს სასიამოვნო სურნელს. SANO Maxima-ს რეცხვის ფორმულა იცავს მუქი ფერის ტანსაცმელს გადახუნებისგან და დიდი ხნით უნარჩუნებს ბუნებრივ სილამაზეს.  ფხვნილის გამოყენება სასურველია 60°C ტემპერატურამდე. 1.25 კგ ფხვნილი საკმარისია 35 გარეცხვისთვის.


შემადგენლობა: ნიონური და არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, ცეოლიტი, საპონი, ფოსფონატი, პოლიკარბოქსილატი, ფერმენტი, სუნამო.


გამოყენების წესი: ჩაყარეთ ფხვნილი სარეცხი მანქანის შესაბამის უჯრაში, აირჩიეთ სასურველი პროგრამა და ჩართეთ. 5 კგ ნაკლებად დაბინძურებულ ტანსაცმელზე გამოიყენეთ 1/3 საზომი ჭიქა (36 გრ); 5 კგ ძლიერად დაბინძურებულ ტანსაცმელზე - 2/3 საზომი ჭიქა (72 გ); განსაკუთრებით ძლიერად დაბინძურებულ ტანსაცმელზე - ერთი საზომი ჭიქა (108 გ).


გაფრთხილება: სარეცხმა საშუალებებმა შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


წონა: 1.25 კგ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით