GRUNE KRAFT სენსიტივი სარეცხი საშუალება ფერადი ქსოვილისათვის 20 რეცხვა (გრუნე კრაფტ)

00-21156412

აღწერა

ეკოლოგიურად სუფთა - მგრძნობიარე სარეცხი საშუალება განკუთვნილია ყველა ქსოვილისთვის, გარდა აბრეშუმისა და შალისა. SENSITIVE სარეცხი საშუალება ნაზად ასუფთავებს ქსოვილს, იდეალურად ამოყავს ჩამჯდარი ლაქები და სარეცხს ანიჭებს სირბილეს და სასიამოვნო სურნელს. სპეციალური ფორმულა იცავს ქსოვილს გაუფერულებისგან და უნარჩუნებს ხასხასა ფერებს მრავალი გარეცხვის შემდეგაც კი. არის ანტიალერგიული, არ აღიზიანებს კანს. შესაფერისია ბავშვის ტანსაცმლის გასარეცხად. გამოიყენება ხელით და ავტომატური რეცხვისთვის. პროდუქტს მინიჭებული აქვს ევროკავშირის ეკო სერთიფიკატი.


შემადგენლობა: ანიონური და არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, საპნები, ფერმენტები, პარფიუმი, ფენოქსიეთანოლი, ბენზიზოთიაზოლინონი.


მოხმარების წესი: ჩაასხით სარეცხი საშუალებისთვის განკუთვნილ განყოფილებაში. ყურადღება მიაქციეთ შეფუთვაზე განთავსებულ დოზირების წესებს. დოზირება ხდება წყლის სიხისტისა და ტანსაცმლის დაბინძურების მიხედვით. დოზირებისთვის გამოიყენეთ თავსახური: 1X= 35მლ.


გაფრთხილება: მოარიდეთ ბავშვებს. თვალში მოხვედრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში; თუ თვალის გაღიზიანება გრძელდება, მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ შეფუთვა.


მოცულობა: 1,32 ლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით