ECLAIR თმის საღებავი Omega 9 მზისფერი ნაპირი N90 (ეკლარი)

00-21150832

5.30 

გაყიდვაშია

აღწერა

Eclair თმის საღებავი ეფუძნება Omega 9 ტექნოლოგიას. იდეალურია ნაცრისფერი თმის შესაღებად. დაბალანსებული ფორმულა საშუალებას გაძლევთ შეიღებოთ თმა მისი სტრუქტურის დაზიანების გარეშე. შემადგენლობაში შემავალი ღირებული ზეითუნის ზეთი ამცირებს პროდუქტის უარყოფით გავლენას თმისა და კანის მდგომარეობაზე, უზრუნველყოფს მათ ნაზი მოვლას. მისი გამოყენება სახლის პირობებშიც მარტივად შეგიძლიათ. ანიჭებს თმას ბზინვარებას და გაჯერებულ ფერს.


შემადგენლობა: ვარდის ექსტრაქტი, ზეითუნის ზეთი, ამიაკი, დანამატები, სურნელი.


მოხმარების წესი: არ არის რეკომენდირებული თმის დაბანვა შეღებვამდე 24–48 საათით ადრე. ჩაიცვათ ხელთათმანები, გადაიტანეთ საღებავი შუშის ან ფაიფურის თასში, ძალიან მოკლე თმისთვის გამოიყენეთ საღებავის შიგთავსის მხოლოდ ნახევარი. არ გამოიყენოთ ლითონის ჭურჭელი, ურიეთ სანამ ყველა კომპონენტი არ გახდება ერთგვაროვანი, დაიფარეთ მხრები პირსახოცით, საუკეთესო შედეგისთვის დაუყოვნებლივ დაიწყეთ კრემის თმაში შეზელვა, არ შეინახოთ გამოუყენებელი ნარევი. წაისვით ნარევი მშრალ თმაზე ჯაგრისით და სავარცხელით, დაიწყეთ წასმა თმის ძირებიდან 2 სმ-ის დაშორებით, გაიჩერეთ 30-40 წუთის განმავლობაში, იმის მიხედვით, თუ რა ფერის ინტენსივობა გსურთ, მიიღოთ. კარგად  ჩამოიბანეთ თმა სანამ წყალი არ გახდება გამჭვირვალე.


გაფრთხილება: პირველად გამოყენებისას რეკომენდებულია მგრძნობელობის ტესტის ჩატარება. არ შეიღებოთ თმა, თუ 24 საათის შემდეგ კანი გაწითლდა ან გაქვთ გამონაყარი სახეზე და მგრძნობიარე, გაღიზიანებული სკალპი. მოარიდეთ თვალს. შენიახეტ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!


მოცულობა: 130 მლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით