PERWOLL თხევადი სარეცხი საშუალება შალისა და აბრეშუმისთვის 1 ლ (პერვოლი)

00-21161078

აღწერა

"პერვოლის" თხევადი სარეცხი საშუალებები გამოირჩევა ტანსაცმლის მოვლის მრავალფეროვანი ფორმულით. მისი დელიკატური ქსოვილის ხაზი განკუთვნილია ნაზი, ბუნებრივი ქსოვილებისთვის, მათ შორის: შალის, ქიშმირისა და აბრეშუმისთვის. დელიკატურ ქსოვილზე ზრუნვის ფორმულა არ აზიანებს ბოჭკოს, აღადგენს მას და უნარჩუნებს ბუნებრივ სილამაზეს. სარეცხი გელი ეფექტურად ასუფთავებს ტანსაცმელს, აშორებს ღრმად ჩამჯდარ ლაქებს, ამავე დროს, არ ანადგურებს მის ბოჭკოებს და ქსოვილი ინარჩუნებს სირბილეს. სარეცხი საშუალება 80%-ით აშორებს მძაფრ სუნს და ტოვებს სასაიმოვნო სურნელს. გელის გამოყენება, ასევე, შესაძლებელია ქუდების, კაშნეს, ხელთათმანისა და ისეთი ნივთების გასარეცხად, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვას მოითხოვს. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ავტომატური, ისე ხელით რეცხვის დროს, ნებისმიერი სიხისტის წყალში. სარეცხი გელი ადვილად შორდება ქსოვილს და რეცხვის შემდეგ ტანსაცმელი ადვილად უთოვდება. შედეგად ქსოვილი რჩება სუფთა, ხასხასა, რბილი და სასიამოვნო არომატით გაჯერებული. "პერვოლის" თხევადი სარეცხი საშუალებები ადვილად იხსნება წყალში და მარტივია გამოსაყენებლად.


შემადგენლობა: ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, არაიონური ზედაპირული აქტიური ნივთიერება, საპონი, ფერმენტები, სუნამო


გამოყენების წესი: ჩაასხით 1 თავსახური გელი სარეცხი მანქანის სპეციალურ უჯრაში, აირჩიეთ შესაბამისი პროგრამა და ჩართეთ.


გაფრთხილება: სარეცხი სასუალებები იწვევს ალერგიულ რეაქციას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ თვალსა და პირს. თვალში მოხვედრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, ჩამოიბანეთ წყლით.


მოცულობა: 1 ლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით