PERSIL POWER GEL თხევადი სარეცხი საშუალება თეთრი ქსოვილისთვის 2.145 ლ (პერსილი)

00-21161275

44.95 

გაყიდვაშია

აღწერა

"პერსილის" თხევადი სარეცხი საშუალებები შეუცვლელი გზაა ქსოვილის სისუფთავის შესანარჩუნებლად. გელს, მასში შემავალი 13 აქტიური კომპონენტის მეშვეობით, ამოჰყავს ქსოვილის ურთულესი ლაქები. ამასთანავე, არ ტოვებს ზოლებს, აქრობს ტანსაცმელში ჩამჯდარ მძაფრ სუნს და ტოვებს სასიამოვნო არომატს. მას აქვს დამარბილებელი ეფექტი და არ საჭიროებს კონდიციონერის დამატებას. PERSIL Power Gel თეთრი ტანსაცმლისთვის განკუთვნილი თხევადი სარეცხი საშუალებაა.  ის გამოიყენება ბამბის, სინთეტიკისა და შერეული ბოჭკოვანი სტრუქტურის გასარეცხად, გარდა შალისა და აბრეშუმისა. PERSIL Power Gel გამოსაყენებლად მოსახერხებელი და ადვილად შესანახი პროდუქტია.


შემადგენლობა: ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ფოსფონატები, საპონი, ფერმენტები, კონსერვანტები, სუნამო (ლიმონინის ჩათვლით), საღებავები, ოპტიკური გამაღიავებელი საშუალებები.


გამოყენების წესი: ჩაასხით გელი სარეცხი მანქანის სპეციალურ უჯრაში. თავსახური გამოიყენეთ დოზირებისთვის. რეცხვის რეჟიმი შეარჩიეთ ტანსაცმლის ეტიკეტზე მითითებული მაჩვენებლის მიხედვით. სარეცხი გელის დოზირება წყლის სიხისტის მიხედვით იხილეთ შეფუთვაზე! 


გაფრთხილება: სარეცხი საშუალებები იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


მოცულობა: 2,145 ლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით