PERSIL DEEP CLEAN სარეცხი ფხვნილი თეთრი ქსოვილისთვის 1.5 კგ (პერსილი)

- 40%
00-21161286
12.85 

7.70 

დანაზოგი: 5.15 ₾
გაყიდვაშია

აღწერა

PERSIL-ის სარეცხი საშუალებები შეუცვლელი გზაა ქსოვილის სისუფთავის შესანარჩუნებლად. გამოიყენება თეთრი და ნათელი ტანსაცმლის გასარეცხად. ფხვნილი, მასში შემავალი აქტიური ნივთიერებების კომბინაციით, უზრუნველყოფს ლაქების ეფექტურ ამოყვანას, იცავს ქსოვილს დაზიანებისგან, ანიჭებს მას კაშკაშა სითეთრეს და გაზაფხულის სურნელს. გამოიყენება ბამბის, სინთეტიკისა და შერეული ბოჭკოვანი სტრუქტურის გასარეცხად, გარდა შალისა და აბრეშუმისა. სარეცხი ფხვნილის პატარა კაფსულები ადვილად იხსნება წყალში და იწყებს აქტიურ მოქმედებას. ის აქრობს ტანსაცმელში ჩამჯდარ მძაფრს სუნს და ტოვებს სასიამოვნო არომატს. ქსოვილი არ კარგავს ფერს და გამოიყურება ახალივით, მრავალჯერადი რეცხვის შემდეგაც კი. პროდუქტი განკუთვნილია, როგორც ხელით, ისე ავტომატური რეცხვისთვის.


შემადგენლობა: ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, არაიონოგენური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები. ჟანგბადის შემცველი მათეთრებელი, ფოსფონატები, ოპტიკური მათეთრებელი, პოლიკარბოქსილატი, საპონი, ენზიმები, სურნელის ექსტრაქტები.


გამოყენების წესი: ჩაყარეთ ფხვნილი სარეცხი მანქანის სპეციალურ უჯრაში. რეცხვის რეჟიმი შეარჩიეთ ტანსაცმლის ეტიკეტზე მითითებული მაჩვენებლის მიხედვით. ხელით რეცხვის დროს კარგად გაავლეთ ჯერ თბილ, შემდეგ ცივ წყალში. სარეცხი ფხვნილის დოზირება წყლის სიხისტის მიხედვით იხილეთ შეფუთვაზე.


გაფრთხილება: სარეცხი საშუალებები იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


წონა: 1,5 კგ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით