აღწერა
ხელის თხევადი საპონი ვანილის არომატით ცნობილი თურქული მწარმოებლის Saloon-ისგან. საშუალო კონსისტენციის თხევადი საპონი ნეიტრალური ph-ის დონით, ასუფთავებს და არბილებს ხელების კანს მისი გამოშრობის და გაღიზიანების გარეშე, ტოვებს ვანილის სურნელის. თხევადი საპონი დისპენსერით მოსახერხებელია გამოსაყენებლად, აბაზანაში დიდ ადგილს არ იკავებს, განკუთვნილია მთელი ოჯახისთვის.
შემადგენლობა: წყალი, გლიცერინი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ქლორიდი, ლაურილ გლუკოზიდი, კაპრილის გლუკოზიდი, კოკამიდოპროპილ ბეტაინი, მეთილქლოროიზოთიაზოლინი, სუნამო, ნატრიუმის ლაურეთ სულფატი, ბენზოფენონ-4, ტეტრანატრიუმის ედტა, კოკამიდი DEA.
მოხმარების წესი: დაიტანეთ მცირე რაოდენობა ხელის გულზე, აიქაფეთ და გამდინარე წყლით ჩამოიბანეთ.
გაფრთხილება: მოარიდეთ ბავშვებს. თვალებში მოხვედრის შემთხვევაში სასწრაფოდ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით.
მოცულობა: 400 მლ