SANO უნიტაზის საწმენდი სითხე 750 მლ (სანო)

00-00008547

13.30 

გაყიდვაშია

აღწერა

SANO-ს ანტიბაქტერიული საშუალებების ხაზი უზრუნველყოფს საპირფარეშოს სისუფთავეს. საწმენდი სითხე გამოიყენება კონკრეტულად უნიტაზის დეზინფექციისთვის. ის ეფექტურად უმკლავდება ღრმად ჩამჯდარ ნადებს, კლავს მიკრობებსა და ბაქტერიებს, სრულად ასუფთავებს დაბინძურებულ ზედაპირს. მისი მოსახერხებელი დიზაინის დახმარებით შეძლებთ, მიწვდეთ რთულად მისადგომ ადგილებს. სითხე აქრობს მძაფრ სუნს და ზედაპირს ანიჭებს მბზინვარებას. SANO-ს უნიტაზის საწმენდი სითხის გამოყენებით დაემშვიდობებით ნადებს, ჟანგს, ბაქტერიებს და დიდი ხნით შეინარჩუნებთ სისუფთავეს.


გამოყენების წესი: შეანჯღრიეთ ბოთლი, წაუსვით უნიტაზის პრობლემურ ადგილებს - ზედაპირს, რგოლს და კარგად ჩამორეცხეთ წყლით. ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში გააჩერეთ 10-15 წუთი, დაიხმარეთ საწმენდი ჯაგრისი და შემდგომ ჩამორეცხეთ.


შემადგენლობა: ანიონური და არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, მათეთრებელი, ანტიმიკრობული ნივთიერება, არომატიზატორი


გაფრთხილება: სითხე საშიშია ჯანმრთელობისთივს. გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით ამოიბანეთ წყლით. შეინახეთ ბნელ, ბავშვებისა და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


მოცულობა: 750 მლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით