SANFOR საწმენდი გელი ლიმონის სურნელით 750 მლ (სანფორი)

00-21161242

5.95 

გაყიდვაშია

აღწერა

SANFOR-ის საწმენდი გელი იდიალურია აბაზანისა და საპირფარეშოს დასუფთავებისთვის. გამოიყენება სამზარეულოს სანტექნიკის გასაწმენდადაც. მისი შესქელებული სტრუქტურა თანაბრად ედება ზედაპირს, აშორებს ღრმად ჩამჯდარ ლაქებს, ცხიმს, ჟანგს, ობსა და სხვადასხვა დაბინძურებას. სითხე კლავს მიკრობებს/ბაქტერიებს და ხელს უშლის მათ გამრავლებას. აქრობს მძაფრ სუნს და ტოვებს ლიმონის არომატს. შესაფერისია, ასევე, შინაური ცხოველების ტუალეტის დეზინფექციისთვის.


შემადგენლობა: ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, ოქსილის მჟავა, ლიმონმჟავა, საღებავები, არომატიზატორები.


გამოყენების წესი: დაიტანეთ გელი დაბინძურებულ ზედაპირზე. გააჩერეთ 10 წუთი, ჩამორეცხეთ წყლით. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ჯაგრისი. იატაკის ფილების დეზინფექციისთვის: გააზავეთ 2 ჭიქა გელი 1 ლიტრ წყალში. გამოიყენეთ ხელთათმანი!


გაფრთხილება: საწმენდი საშუალება იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს და არ გადააგდოთ ბოთლზე დატანილი ეტიკეტი. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 


მოცულობა: 750 მლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით