CIF SPRAY ULTRA HYGIENE საწმენდი სითხე 500 მლ (სიფი)

00-21157761

10.45 

გაყიდვაშია

აღწერა

"სიფის" საწმენდი საშუალებები გამოიყენება სამზარეულოსა და აბაზანაში. CIF SPRAY იდეალურია მინის, აკრილის, კერამიკის და პლასტმასის ზედაპირების საწმენდად. არ შეიცავს აქტიურ ქლორს, შესაბამისად, მისი გამოყენება ალერგიის მქონე ოჯახის წევრებისთვისაც უსაფრთხოა. სპეციალური მიკრო-გრანულების უნიკალური ფორმულის წყალობით, 3-ჯერ უფრო სწრაფად და ეფექტურად უმკლავდება ყველაზე რთულად ამოსაყვან ჭუჭყს. ადვილად აშორებს გამხმარ ცხიმს და დამწვარი საკვების ნარჩენებს, აქრობს ბაქტერიების 99.9%-ს. არ ტოვებს თეთრ ლაქებს ზედაპირზე, დარჩენილი სითხე შეგიძლიათ მშრალი ქსოვილით გაწმინდოთ.


შემადგენლობა: ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, არაიონური სურფაქტანტები, ლინალოოლი, ლიმონენი, ბენზიზოთიაზოლინონი. 


გამოყენების წესი: შეასხურეთ სპრეი ზედაპირს და გაწმინდეთ ნესტიანი ქსოვილით. არ საჭიროებს ხანგრძლივ რეცხვას. რთულად მოსაშორებელი ჭუჭყის შემთხვევაში გააჩერეთ ნივთიერება ზედაპირზე 1 წუთის მანძილზე და გაწმინდეთ მშრალი ქსოვილით. 


გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ ადგილას და მოარიდეთ მზის სხივებს.


მოცულობა: 500 მლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით