SORTI ჭურჭლის სარეცხი გელი ლიმონის სურნელით 450 მლ (სორტი)

00-00048164

აღწერა

ჭურჭლის სარეცხი გელი SORTI ლიმონის არომატით ეფექტურად უმკლავდება ცხიმს, ჭურჭელზე მიმხმარ და დამწვარ საკვებს. მისი ერთი წვეთიც კი საკმარისია სუფთა და მზბინვარე ჭურჭლისთვის. წარმოქმნის უხვ ქაფს. აქრობს მძაფრ სუნს და ტოვებს სასიამოვნო სურნელს. ლიმონის არომატით გაჯერებული გელი არ აღიზიანებს კანს და იცავს ხელს გამოშრობისგან.  რაც მთავარია, რეცხვის შემდეგ არ ზიანდება ჭურჭლის მასალა, იქნება ეს ფაიფური, მინა, მელხიორი, ვერცხლი თუ ფოლადი. სუფთა და სასიამოვნო სურნელით გაჯერებული ჭიქები, თეფშები, დანა-ჩანგლები თუ სხვა იბრუნებს პირვანდელ იერსახეს.


შემადგენლობა: ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ეთილენდიამინის ტეტრაძმარმჟავას მარილი, არომატიზატორის დანამატი, ლიმონის ექსტრაქტი, pH რეგულატორი, საღებავები, კონსერვანტი.


გამოყენების წესი: დააწვეთეთ სველ, სუფთა ღრუბელს, გაწმინდეთ ჭურჭელი და შემდეგ კარგად გაავლეთ წყალში.


გაფრთხილება: სარეცხი საშუალება იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს და არ გადააგდოთ ბოთლზე დატანილი ეტიკეტი. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


მოცულობა: 450 მლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით