ბავშვის ჰიგიენის დაცვის ოქროს წესები!

05/28/2020

ბავშვის ჰიგიენა უმნიშვნელოვანესი და საყურადღებო საკითხია ნებისმიერი მშობლისთვის.

სპეციალისტების მოსაზრებით, ბავშვის “ზედმეტად სუფთად” ყოფნა არის ცუდი, რადგან მისი იმუნური სისტემა ვითარდება მიკრობებთან ბრძოლის დროს, რაც აძლიერებს მას სხვადასხვა დაავადებების მიმართ ბრძოლისთვის, ასევე ამცირებს ალერგიულობის რისკებს.

წინამდებარე სტატშია წარმოგიდგენთ ბავშვის ჰიგიენის 7 ოქროსს წესს, რომელიც დაგეხმარებათ ამყოფოთ თქვენი ბავშვი მაქსიმალურად სუფთად და დაცულად.

სამზარეულო

განსაკუთრებითი ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ადგილს, სადაც ამზადებთ საკვებს და იკვებება ბავშვი. სამზარეულოში სისუფთავის დასამყარებლად, გამოიყენეთ ანტიბაქტერიული სპრეი და ხშირად გაწმინდეთ სამზარეულოს იატაკი.

ბოთლები და სხვა ჭურჭელი

ყველა მიკრობის მოსაკლავად, ბავშვის ბოთლები უნდა იქნეს მუდმივად სტერილიზირებული, სანამ ბავშვი გახდება 1 წლის.

რძე კარგი გარემოა ბაქტერიების ზრდისთვის, სწორედ ამიტომ კარგად გაწმინდეთ ბავშვის ბოთლი ჩოთქით, სანამ მოახდენთ მის სტერილიზაციას.

ბოთლის გარდა, სხვა ჭურჭლის სტერილიზაციაც უნდა მოახდინოთ, როგორიცაა: თეფშები, ჭიქები და ა.შ.

ნივთების კონტროლი

ბავშვებს უყვართ ყველაფრის გასინჯვა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ამიტომაც ისინი ყველაფერს პირში იდებენ, მათი გემოს გასაგებად, მათ შორის სათამაშოებს, ჭურჭელს, მედიკამენტებსაც კი.

ამიტომაც, გააკონტროლეთ ნივთები, არ მისცეთ საშუალება თქვენ პატარას მიაგნოს და პირში ჩაიდოს, არასაჭირო და მავნებელი ნივთები.

ბავშვის გამოსაცვლელი

თითოეული გამოცვლის შემდგომ, შეასხურეთ ბავშვის გამოსაცვლელზე ანტიბაქტერიული სპრეი, ხოლო ყველა ჭუჭყიანი საფენი შესაბამის სანაგვე ყუთში მოაქციეთ.

ბანაობა

მნიშვნელოვანია, არ დაბანოთ თქვენი პატარა ზედმეტად ხშირად, საგულდაგულოდ გაწმინდეთ აბაზანის სათამაშოები, ხოლო ყოველ 6 თვეში შეცვალეთ ისინი.ასევე მოერიდეთ ძალიან ცხელ წყალს.

ეზო

სუფთა ეზოში ბავშვის ყოფნა ძალიან კარგია, თუმცა მოარიდეთ ბავშვი წყლის უბეებს, ცხოველის-მფრინველის მიერ დატოვებული ნარჩენებს და სხვა ბაქტერიის ბუდეებს. მათ შორის, არ დაუშვათ ჭუჭყიანი ხელების პირში ჩადება.

თქვენი ხელები

თქვენი ხელები არის ბაქტერიების პირველი წყარო ბავშვისთვის, ამიტომაც დაიბანეთ ხელები საპნით, რაც შეიძლება ხშირად, განსაკუთრებით საფენის შეცვლის შემდგომ და ბავშვის კვებამდე.

მიაჩვიეთ ხელების დაბანა პატარებსაც, ხოლო თავად ეს პროცესი სახალისო და საინტერესო გადახდეთ.

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმიხილვის დაწერა