როგორ და რით გავრეცხოთ ტაფები და ქვაბები მარტივად

02/08/2023

ნებისმიერ კარგ მზარეულს ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაუწვავს ტაფა ან ქვაბი.

ასევე, ამ საკითხში ნებისმიერ გამოუცდელ ადამიანს ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ მაინც დამართნია იგივე.

ასევე, ნებისმიერ კარგ მზარეულს, თუ ჯერ არა, მომავალში ერთხელ მაინც დაეწვება ტაფა ან ქვაბი.

ასე რომ, საჭიროა, ვიცოდეთ მისი გაწმენდის საუკეთესო ხერხები, მით უმეტეს, თუ ერთხელ კი არა, ხშირად შეგვმთხვევია ეს არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტი.

ნაბიჯი 1. ჩაალბეთ ჭურჭელი ცხელ წყალში

სანამ ტაფის გახეხვას ან გარეცხვას გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ პროცესს ცხელი წყალი გაგიადვილებთ. აადუღეთ წყალი და ჩაასხით ტაფაში ან ქვაბში. მნიშვნელოვანია, რომ დაფაროთ მიმწვარი ადგილები. თუ წყალს ცოტაოდენ ჭუურჭლის სარეცხ საშუალებას დაამატებთ, შედეგი უფრო ეფექტური იქნება. ცხელი წყალი კარგად ალბობს ნარჩენებს და მისი მოშორება მარტივდება. ტაფა ან ქვაბი, დაახლოებით, 10-15 წუთი დატოვეთ ამ მდგომარეობაში, შემდეგ კი გადაასხით და ნარჩენებიც ამოიღეთ.

ნაბიჯი 2. თავად მოამზადეთ საწმენდი საშუალება

მიუხედავად იმისა, რომ სწორად შერჩეული საწმენდი საშუალებები იმედგაცრუებულს არ გვტოვებს, შესაძლოა, რამდენიმე ლაქა მაინც დარჩეს ჭურჭელზე. ასეთი შემთხვევებისთვის დიასახლისებს ერთი პატარა ხრიკი აქვთ გადანახული. ამ ხრიკის მთავარი მოქმედი პირი საცხობი სოდაა. მისი დახმარებით ადვილად მოამზადებთ ე. წ. პასტას, რომელიც დარჩენილი ლაქების გაქრობაშიც დაგეხმარებათ.

მაშ ასე, საცხობ სოდას დაამატეთ მცირე რაოდენობით ცივი წყალი. ეცადეთ, რომ მასა იყოს საშუალო სისქის, ოდნავ ფაფისებრი. მომზადებული ნარევი წაუსვით ტაფისა და ქვაბის პრობლემურ ადგილებს და დატოვეთ 1-2 საათით. საცხობი სოდა საკმაოდ ეფექტური საწმენდი საშუალებაა და რაც მთავარია, უსაფრთხო.

ნაბიჯი 3. გამოიყენეთ ძმარი და მარილი

უჟანგავი ფოლადის ჭურჭლის გაწმენდა მარილით და ძმრითაც შესაძლებელია. ორივე უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა. გააზავეთ ძმარი ადუღებულ წყალში და დაასხით ტაფას/ქვაბს ისე, რომ მიმწვარი ადგილები მთლიანად დაფაროთ.

მარილი, განსაკუთრებით მსხვილი, ასევე ეფექტურია ჭურჭლის გასაწმენდად. ის კარგად ასუფთავებს მიმწვარ ან ცხიმიან ზედაპირს. ცადეთ მარილი ცხელ წყალთან და ჭურჭლის სარეცხ საშუალებასთან ერთად, ან, უბრალოდ, მოაყარეთ ზედაპირს, დაუმატეთ ლიმონის წვენი და ღრუბლის დახმარებით გაასუფთავეთ. 

ნაბიჯი 4. რომელია უკეთესი - სახეხი თუ ღრუბელი?

თუ გსურთ, ეფექტურად გარეცხოთ უჟანგავი ფოლადის ტაფა ან ქვაბი და თან, არ დააზიანოთ ზედაპირი, ერთი დეტალი უნდა გაითვალისწინეთ - უპირატესობა მიანიჭეთ რბილ ღრუბელსა და ქსოვილს. მიუხედავად იმისა, რომ უხეში აბრაზიული ნეჭა კარგად წმენდს დაბინძურებულ ადგილებს, მან შესაძლოა, დააზიანოს ტაფის ზედაპირი. განსაკუთრებით საყურადღებოა ტეფლონის ტაფები და ქვაბები, რომლის გაწმენდაც კონკრეტულად ტეფლონის საწმენდი ღრუბლითაა აუცილებელი.

ნაბიჯი 5. გამოიყენეთ ხარისხიანი საწმენდი საშუალებები

ნებისმიერი რთულად მოსაშორებელი ლაქების ამოყვანა მარტივდება, თუ კარგი ხარისხი საწმენდ საშუალებებს იყენებთ.

როგორც წესი, თხევადი და მყარი ჟელე ხშირად შეიცავს ლიმონს, ეს არა მხოლოდ არომატისთვის, არამედ შედეგისთვის, რადგან ის, სხვა უამრავ თვისებასთან ერთად, საუკეთესო ანტიმიკრობული და სადეზინფექციო საშუალებაცაა. ლიმონის შემცველი პროდუქტებიდან ყველაზე ეფექტური და გამორჩეულია FAIRY და CIF.

დღეს ასევე, საკმაოდ პოპულარულია სოდის ან ძმრის შემცველი სარეცხი საშუალებების გამოყენება. ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან სოდაც და ძმარიც შეუცვლელ, უსაფრთხო და ორგანულ ანტიმიკრობულ საშუალებად ითვლება. სწორედ ასეთია Frosch-ის წარმოებული სარეცხი საშუალება სოდით და Grune Kraft-ის უნივერსალური საწმენდი სითხე ძმრით.

თუ თქვენი კანი მგრძნობიარე და სიმშრალისკენ მიდრეკილია და ამავე დროს, ხელთათმანის გამოყენება არ გიყვართ, უპირატესობა მიანიჭეთ ალოე ვერას შემცველ სარეცხ საშუალებებს, რადგან, მოგეხსენებათ, ალოეს წვენი კანზე დადებითად მოქმედებს, არბილებს და ხელს უსლის მის გამოსრობას.

ნაბიჯი 6. გარეცხეთ ჩვეულებრივ

რეცხვის ბოლო ეტაპი ისედაც ცხადია - ჭურჭლის სარეცხი მანქანა ან ნიჟარა, დიდი რაოდენობით წყლისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალების დახმარებით. შემდეგ კი გაამშრალეთ სუფთა, რბილი ქსოვილით.

და ბოლოს, ერთი მნიშვნელოვანი რჩევა - ეცადეთ, გამოყენებული და დაბინძურებული ჭურჭელი მალევე გარეცხოთ, რათა ზედაპირს ღრმად არ მიეკრას საკვებისა და ცხიმის ნარჩენები. 

გემრიელ, ჯანსაღ საკვებსა და ყოველთვის სუფთა ჭურჭელს გისურვებთ!

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა