ცხელი ხაზი: +995 (32) 2 61 11 51
ვეგანური კოსმეტიკა დღითიდღე უფრო მოთხოვნადი ხდება. შესაძლოა, არ იყო ვეგანი, მაგრამ თავის მოვლის საშუალებებში უპირატესობას ვეგანურს ანიჭებდე. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - ცხოველებზე ზრუნვა, გარემოზე ზრუნვა და საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე ზრუნვა.
რას ნიშნავს ვეგანური პროდუქცია:
არსებობს ვეგანური და Cruelty-free პროდუქცია. ხშირად ორივეს ვეგანურს უწოდებენ, თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაა. ვეგანური პროდუქცია არ შეიცავს ცხოველურ ან ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს. ხოლო Cruelty-free (სისასტიკისგან თავისუფალი) პროდუქცია გულისხმობს, რომ პროდუქტი მომზადების არც ერთ ეტაბზე არ არის გამოცდილი ცხოველებზე.
რომელი ინგრედიენტებია ცხოველური წარმოშობის? - იმისთვის, რომ პროდუქტმა სტატუსი „ვეგანური“ მიიღოს, საჭიროა, მიენიჭოს სერტიფიკატი. აშშ-ს ვეგანური ცნობადობის ფონდის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით ვეგანური ლოგოს ტარება შეუძლია პროდუქტს, თუ არ შეიცავს:
თაფლისა და ფუტკრის ნაწარმი ხშირად ხდება დავის საგანი, თუმცა ძირითადი სტანდარტი ასეთია - არ უნდა შეიცავდეს.
რატომ არის სასარგებლო ვეგანური კოსმეტიკა ჩვენი კანისთვის?
ვეგანურ პროდუქტებს ინგრედიენტების მოკლე სია აქვს. პროდუქტის შერჩევისას ყოველთვის დააკვირდით შემაგდენლობას, რათა იცოდეთ, რას იყენებთ სახეზე, ტანსა თუ თმაზე.
ვეგანურ კანის მოვლის საშუალებებზე ფიქრობენ, რომ ის აუცილებლად ძვირი უნდა იყოს. თუმცა ხშირად ასე არ არის და არაფრით განსხვავდება არავეგანური პროდუქტებისგან.
რატომ არის სასარგებლო ვეგანური კოსმეტიკა ჩვენი თმისთვის?
ვეგანურ თმის მოვლის საშუალებებზეც არსებობს მცდარი აზრი, თითქოს ის სათანადოდ ვერ წმენდს და ასუფთავებს თმასა და სკალპს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს.
არ აქვს მნიშვნელობა, კვების თვალსაზრისით ხართ თუ არა ვეგანი, გახსოვდეთ, ვეგანური წარმოშობის კოსმეტიკა უმჯობესია გარემოსთვის, თქვენთვის და, რა თქმა უნდა, უკეთესია ცხოველებისთვის.
EVELINE ვეგანური დღის და ღამის მკვებავი კრემი განკუთვნილია მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. დამზადებულია 95%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებისგან. არ შეიცავს სილიკონს, პარაბინებსა და პარაფინებს.
EVELINE-ს ტანის სკრაბი ქოქოსის ზეთით, შაქრითა და აქტიური ნახშირით ღრმად წმენდს კანს, აშორებს მკვდარ უჯრედებს და ხდის გლუვს.
GARNIER SKIN NATURALS ვეგანური სახის ნიღაბი გამდიდრებულია წყალმცენარეებით. ავიწროებს ფორებს, არბილებს და ატენიანებს კანს.
GARNIER FRUCTIS SUPERFOOD ვეგანური შამპუნი და ბალზამი ალოე ვერას ექსტრაქტით შეიცავს 98%-ით ბუნებრივ ინგრედიენტებს. ნაზად ასუფთავებს, ინტენსიურად ატენიანებს და არბილებს თმას.
DELIA-ს ვეგანური ფრჩხილის ლაქი არ შეიცავს ტოლუოლს, ფორმალდეჰიდსა და პარაბენს. შრება სწრაფად, აქვს ინტესნიერი პიგმენტი და ძლებს დიდხანს.