როგორ გავწმინდოთ მინის მაგიდა ლაქების გარეშე?

10/28/2022

მინით მოპირკეთებული ავეჯი მდიდრული და ლამაზია. მნიშვნელობა არ აქვს, თანამედროვე დიზაინს ანიჭებთ უპირატესობას თუ ვინტაჟურს. გარკვეული ტიპის მინის ჩანართები, მეტ-ნაკლებად, ყველგან გვხვდება.

თუმცა ყველამ, ვისაც სახლში თუნდაც ერთი მინის მაგიდა აქვს, იცის, როგორი სპეციფიური მოვლა სჭირდება. ბევრი ნანობს კიდეც, რომ მის გასუფთავებას დიდი დრო და ენერგია მიაქვს, თუმცა სათანადოდ მაინც არ იწმინდება. ასე ნამდვილად არ არის, თუ მას სწორად და შესაბამისი საშუალებებით გავწმენდთ.

მაშ ასე, როგორ გავწმინდოთ მინის ზედაპირი? მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ:

ნაბიჯი 1 - პირველ რიგში, გადაწმინდეთ მინის მაგიდა მშრალი, რბილი ქსოვილით. საუკეთესო შედეგისთვის გირჩევთ მიკროფიბერის ტილოს.

ნაბიჯი 2 - სწორად შეარჩიეთ მინის საწმენდი სითხე. გაეცანით სხვადასხვა საიტზე პროდუქტის შეფასებებს, სტატიებს, ან კითხეთ ამ სფეროში გამოცდილ ადამიანებს. მნიშვნელოვანია, რომ სითხემ საფუძვლიანად მოაშოროს ლაქები და მტვერი, ამავე დროს, არ დაკაწროს ან დააზიანოს ზედაპირი.

ამ მხრივ, ნამდვილად, დიდი არჩევანია და შესაფერისი პროდუქტის შერჩევა არ გაგიჭირდებათ. ხელმისაწვდომ და ხარისხიან მინის საწმენდ საშუალებებს აწარმოებს FROSCH, DOMOL, FRA-BER, CAMSIL და ბევრი სხვა. ზოგიერთი მათგანი კონკრეტულად მინის ზედაპირისთვისაა განკუთვნილი, ზოგი, - როგორც მინისთვის, ისე კერამიკისა და პლასტმასისთვის. გააჩნია, თქვენ რომელი გჭირდებათ. მაგალითად, FROSCH Spiritus Glas-Reiniger განკუთვნილია კონკრეტულად მინის ზედაპირისთვის; FRA-BER ფანჯრებსა და სარკეებთან ერთად კარგად უმკლავდება ლაქებს ლითონის ზედაპირზე; DOMOL Glas-Reiniger კი იდეალურია, როგორც მინის, ისე სხვა გლუვი ზედაპირის გასაწმენდად. საკმაოდ გამოცდილი და შემოწმებული პროდუქტებია PEROS, SANO ABC, SAMA, Mr.MUSCLE.

ამავე დროს, მინის საწმენდი სითხის მომზადება თავადაც შეგიძლიათ. დაგჭირდებათ წყალი და ძმარი, ან ცოტაოდენი სოდა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა ზედაპირის დაზიანება გამოიწვიოს. ამიტომ ჩვენ უკვე გამოცდილ და მზა პროდუქციას გირჩევთ.

ნაბიჯი 3 - დაასხურეთ საწმენდი სითხე ზედაპირს და გაწმინდეთ რბილი ქსოვილით მსუბუქი, წრიული მოძრაობებით.

ნაბიჯი 4 - როცა საწმენდი სითხე თავის მოვალეობას შეასრულებს, აიღეთ ახალი მიკროფიბერის ტილო, დაასველეთ თბილ წყალში, გაწურეთ მაქსიმალურად კარგად და გადაუსვით ზედაპირს. აქაც მნიშვნელოვანია წრიული მოძრაობით წმენდა. ეს ნაბიჯი საფუძვლიანი წმენდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან არ დარჩეს საწმენდი სითხის წვეთები ან ზოლები.

დამატებითი რეკომენდაციები:

ხშირად, საშუალოდ ორ დღეში ერთხელ, გაწმინდეთ მინის ზედაპირი მშრალი, რბილი ქსოვილით, რათა მტვერი ღრმად არ ჩაჯდეს და შემდგომ ლაქებად არ დააჩნდეს.

თუ მაგიდაზე რაიმე დაგეღვარათ, გაასუფთავეთ დაუყოვნებლივ. იდეალურია მისი გაწმენდა გაზეთის დახმარებით. გაზეთი კარგად იწოვს წყალს და ასუფთავებს ზედაპირს ზოლების გარეშე.

გამოიყენეთ გადასაფარებელი ან სხვადასხვა ტიპის საფენი. მით უმეტეს, ამ მხრივ დღეს საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. აუცილებლად იპოვით თქვენი გემოვნებისა და ინტერიერის შესაბამის გადასაფარებელსა თუ მაგიდაზე დასაფენს. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თავიდან აიცილებთ მინის ზედაპირის დაბინძურებასა და დალაქავებას, ამავე დროს, გაუხანგრძლივებთ ავეჯს ექსპლუატაციის ვადას მისი იერის დაკარგვის გარეშე.

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა