ცხელი ხაზი: +995 (32) 2 61 11 51
ტანსაცმელს ისე ვუვლით, როგორც შეგვიძლია, როგორც ვიცით ან როგორც მივეჩვიეთ. ხშირად არც კი ვფიქრობთ, სჭირდება თუ არა ქსოვილს სპეციფიკური მოვლა. მერე კი, როცა სასურველ შედეგს ვერ ვიღებთ, ვხვდებით, რომ რაღაცას სწორად არ ვაკეთებთ და ვიწყებთ გზების ძებნას - რომელი სარეცხი საშუალება გამოვიყენო, რომელია ეფექტური ლაქებთან, რომელი არ ტოვებს კვალს ქსოვილზე და კიდევ მრავალი სხვა.
სარეცხი საშუალებები, ძირითადად, 3 ტიპისაა, ესენია: თხევადი სარეცხი საშუალება, სარეცხი ფხვნილი და კაფსულები. თითოეულს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ხშირად ერთის პლიუსი მეორის მინუსს ავსებს და პირიქით. განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე და შევადაროთ ერთმანეთს.
პლიუსები:
მინუსები:
რჩევები სარეცხი ფხვნილის გამოსაყენებლად:
სასურველია, გამოიყენოთ თბილ ან ცხელ წყალში, გამონაკლისია ის სარეცხი ფხვნილები, რომლის ეტიკეტზე მწარმოებელს მითითებული აქვს, რომ ნებისმიერ ტემპერატურაზე ადვილად იხსნება.
თუ აუცილებელია ცივი წყლით გარეცხვა, ფხვნილი ჯერ თბილ წყალში გახსენით და შემდეგ ჩაასხით სარეცხი მანქანის უჯრაში. არ დაგავიწყდეთ, ზუსტად განსაზღვრეთ დოზირება ეტიკეტზე მითითებული წესების მიხედვით.
პლიუსები:
მინუსები:
რჩევები თხევადი სარეცხი საშუალებების გამოსაყენებლად:
რაოდენობა განსაზღვრეთ ზუსტად ეტიკეტზე მითითებული წონის შესაბამისად. გადაჭარბებამ შესაძლოა, დროთა განმავლობაში სარეცხ მანქანაში არასასიამოვნო სუნი გააჩინოს.
მაღალი ეფექტურობის სარეცხ მანქანაზე გამოიყენეთ მხოლოდ მაღალი ეფექტურობის თხევადი სარეცხი საშუალება.
პლიუსები:
მინუსები:
რეკომენდაცია: ნუ გადაიტანთ სარეცხ კაფსულებს შესანახად გამჭვირვალე კონტეინერში. უმჯობესია, დატოვოთ წარმოებულ ყუთში, რადგან კაფსულების ფორმა ზოგჯერ მიმზიდველია ბავშვებისთვის, ასევე - შინაური ცხოველებისთვის. აუცილებლად შეინახეთ მათთვის მიუწვდომელ ადგილას.