როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი სწორად

05/28/2020

სწორად გაკეთებული მაკიაჟი თქვენ ღირსებებს კიდევ უფრო უკეთ წარმოაჩენს, არასწორად შერჩეული საშუალებები კი სახეზე არსებულ ხარვეზებს გამოკვეთს. იმისათვის, რომ წარუმატებელი შედეგი თავიდან აიცილოთ, რამდენიმე, მარტივი წესის დამახსოვრება და გამოყენება გჭირდებათ.

კორექტორი – არ წაისვათ კორექტორი თვალის ქუთუთოზე, როგორც მაკიაჟის ბაზა. იგივე ეხება ტონალურ საცხსაც. ასე თქვენი თვალის მაკიაჟი ერთგავროვანი და უფერული გახდება. ამასთანავე გამოგეკვეთებათ ნაოჭები. კორექტორი გამოიყენება კონკრეტულ ზონებზე ხარვეზების დამატებით დასაფარად, ან კონტურის გამოსაკვეთად. თვალის ქვეშ მისი გამოყენებისას, სახეზე პატარა სამკუთხედი დაიხატეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაინაწილეთ ის მის ირგვლივ.

ტონალური ბაზა – თუ მსუბუქი დაფარვა გსურთ, ტონალური საცხი თითებით დაიტანეთ და გადაინაწილეთ სახეზე. ხოლო თუ ძლიერ დაფარვას გადაწყვეტთ, ამისთვის სპეციალური ფუნჯის გამოყენებაა უმჯობესი.

პუდრი – პუდრის გამოყენებისას აუცილებელია ზომიერების დაცვა, რადგან კანი არ აგიჭრელდეთ და მისით პირიქით, გამოკვეთოთ საჭირო ზონები. პუდრის გამოყენებისას, პირველ რიგში დაიტანეთ ის სახის კანის ცხიმიან უბანზე.

ბრონზერი – ბრონზერის გამოყენება შეგიძლიათ როგორც სახეზე ასევე ყელის და დეკოლტის არეში. მსუბუქად დაიტანეთ ის თვალების ქვეშ, შუბლზე და ცხვირზე. ამით სახე მეტად გასხივოსნდება.

ტუჩსაცხი – ტუჩსაცხის წასმისას, დაიწყეთ მისი დატანა ზედა ტუჩის შუიდან და გადაინაწილეთ გვერდებზე. არ გადასცდეთ ტუჩის ბუნებრივ კონტურს, ხოლო თუ ეს შემთხვევით მოგივათ, მაშინ გაისწორეთ ის ბამბის ჩხირით ან ტონალური ბაზის გადასმით.

თვალის ჩრდილი – ბაზად გამოიყენეთ ფერი, რომელიც შეესაბამება თქვენი სახის კანის ბუნებრივ, ყველაზე ღია ფერს. წაისვით ის ქუთუთოებზე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიტანეთ ფერადი ჩრდილები.

თვალის ლაინერი – ლაინერის წასმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. რაც შეიძლება მიუახლოვდით სარკეს, არ დაძაბოთ ხელი და მიჰყევით თვალის ბუნებრივ ფორმას.

წამწამების ტუში – თუ მაქსიმალური ეფექტის მიღწევა გსურთ, მაშინ წამწამების ძირიდან დაიწყეთ ტუშის წასმა, ხოლო თუ მსუბუქი დაფარვა გინდათ, მაშინ ის მხოლოდ ბოლოებზე წაისვით და მსუბუქად აიპრიხეთ.

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა