ტუჩსაცხის ტიპები, ანუ იპოვე შენი სტილის პომადა!

03/15/2022

დღეს ფერადი ტუჩები აღარავის უკვირს. წითელთან ერთად, დროთა განმავლობაში გაჩნდა ფერის სხვადასხვა ვარიაცია - დაწყებული ფერმკრთალით და დამთავრებული გოთიკური შავი ფერით. ახლა ტუჩსაცხის მრავალფეროვნებამ, შესაძლოა დაგვაბნიოს კიდეც. ჩვენ თავს ვიწონებთ მკვეთრი, კაშკაშა, მიმქრალი თუ ფერმკრთალი ტუჩებით და მიუხედავად ასობით ჩრდილისა და ტექსტურისა, ვახერხებთ ჩვენი ფავორიტი საცხის პოვნას. ის ხშირად ჩვენს ხასიათსა და განწყობას გამოხატავს, ზოგჯერ კი პირიქით - ნიღბავს. თუ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ტუჩსაცხი პროტესტისა და თავის დამკვიდრების გარკვეული ფორმაც იყო, დღეს ის ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივი, ყოველდღიური ნაწილია.


Comments

No posts found

Write a review